1:09 PM ზიარების შემდგომი ლოცვანი | |
ზიარების შემდეგ ღმერთს მადლობას ვწირავთ სამადლობელი ლოცვით. ამ ლოცვის ბოლოს, ტროპარ-კონდაკებს წავიკითხავთ იმის მიხედვით, თუ ვისი ლიტურგია აღესრულა იმ დღეს - წმ. იოანე ოქროპირის, წმ. ბასილი დიდის თუ წმ. გრიგოლი დიოლოღოსის. ესრეთ ლოცვა სამადლობელი
სხვა ლოცვა დიდისა ბასილისა მეუფეო ქრისტე ღმერთო, მეუფეო საუკუნეთაო, და შემოქმედო ყოველთაო, გმადლობ შენ ყოველთათვის, რომელნი მომცენ მე კეთილნი, ზიარებითა ყოვლად-წმიდითა, და ცხოველს-მყოფელითა საიდუმლოთა შენითა. გევედრები უკვე სახიერო, და კაცთ-მოყვარეო, დამიცევ მე საფარველსა ქვეშე შენსა, და საგრილსა ფრთეთა შენთასა. და მომანიჭე მე სიწმიდით ზრახვად, ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვად ჩემდამდე, ღირსებით ზიარებად სიწმიდეთა შენთა, მოსატევებელად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ. ლოცვა სიმეონისა მომცემელი საზრდელად ხორცისა შენისა ნებსით, ცეცხლ არს და შესწვავს უღირსთა; ნუ დამწვავ მე შემოქმედო ჩემო, უფროსღა შემოვედ ასოთა შინა ჩემთა, ყოველთა ნასხამთა, თირკმელთა, და გულსა დასწვენ ეკალნი ყოველთა შეცოდებათა ჩემთანი. სული განსწმიდე. წმიდაჰყვენ საცნობელნი. ნასხამნი დაამტკიცენ ძვალთა თანა ერთბამად. საცნობელნი განმინათლენ. ყოვლითურთ შემმსჭვალე შიშსა შენსა. მარადის დამიფარე, დამიცევ, და დამიმარხე მე. ყოვლისაგან საქმისა, და სიტყვისა სულთა განმხრწნელისა. წმიდა-მყავ, განმწმიდე, და განმბანე. წარმიმართე, და გულის-ხმა მიყავ, და განმანათლე მე გამომაჩინე საყოფელად სულისა შენისა, რათა სადგურ მისდა ვიქმნე, და არა ცოდვისა, და რათა ტაძარი შენი შემოსლვითა ზიარებისათა, ვითარცა ცეცხლითა დაიწვას ყოველი ძვირის-საქმე, და ვნება. სავედრებელად შენდა შევსწირავ, წესთმთავართა. წინა-მორბედსა შენსა, და ყოვლად-ბრძენთა მოციქულთა. მათ-თანა უხრწნელსა, უბიწოსა დედასა შენსა. მათითა ვედრებითა შეიწირე მოწყალეო ქრისტე ჩემო. მსახურ-მქმენ, და ძე ნათლისა. რამეთუ შენ ხარ განმწმედელი, და მხოლო სახიერი, და სულთა ჩუენთა განმანათლებელი და შენდა ვითარცა შვენის ღმრთისა და მეუფისა, დიდებასა აღვავლენთ ყოველნი ყოველსა დღესა. სხვა ლოცვა ხორცი შენი, წმიდა უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მექმენინ მე ცხოვრებად საუკუნოდ, და სისხლი შენი პატიოსანი მოსატევებელად ცოდვათა მეყავნ მე, ხოლო სამადლობელი ესე სიხარულად, სიმრთელედ და მხიარულებად, და საშინელსა მეორედ მოსლვასა შენსა ღირს-მყავ მე ცოდვილი დადგომად, მარჯვენით დიდებისა შენისა, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა და ყოველთა წმიდათა. სხვა ლოცვა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა ყოვლად-წმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, ნათელო დაბნელებულისა სულისა ჩემისაო, სასოებაო, საფარველო, შესავედრებელო, ნუგეშინის-მცემელო, სიხარულო ჩემო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირსმყავ მე არა-ღირსი, ზიარყოფად უხრწნელისა ხორცისა, პატიოსნისა სისხლისა ძისა შენისა, არამედ მშობელო ჭეშმარიტისა ნათლისაო, განანათლენ საცნაურნი თვალნი გულისა ჩემისანი, რომელმან ჰშევ წყარო უკვდავებისა, ცხოველ-მყავ მე მომკვდარი ცოდვითა. წყალობის მოყვარისა მოწყალისა ღმრთისა დედაო, შემიწყალე მე. და მოეც ლმობიერება და შემუსრვილება გულსა ჩემსა, და სიმდაბლე ზრახვათა ჩემთა, დახსნა ტყვეობისაგან გულის-სიტყვათა ჩემთა. და ღირს-მყავ მე ვიდრე უკანასკნელ აღმოფშვინვადმდე, დაუსჯელად მიღებად ყოვლად წმიდათა საიდუმლოთა, განსაწმედელად, საკურნებელად სულისა და ხორცთა, და მომმადლენ მე ცრემლნი სინანულისა და აღსარებისანი, გალობად, და დიდებად შენდა, ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა. რამეთუ კურთხეულ ხარ, და დიდებულ უკუნისამდე, ამინ. ტროპარი იოანე ოქროპირისა პირისა შენისა მადლი, ვითარცა ოქრო გამობრწყინდა, და სოფელი განანათლა უპოვარებისა საუნჯენი სოფელსა შინა განამრავლნა, და სიმაღლე სიმდაბლისა გვიჩუენა ჩუენ: არამედ ვითარცა იგი სიტყვითა შენითა განმჰსწავლენ ჩუენ, ეგრეთვე სიტყვასა ქრისტე ღმერთსა ევედრე მამაო ოქრო-პირო შეწყალებად სულთა ჩუენთათვის. ტროპარი წმ. ბასილი დიდისა: ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა შენი, რომელმანცა შეიწყნარა სიტყვანი შენნი, რომლითა ღმრთივ-შვენიერად ჰქადაგე სარწმუნოება. ბუნებანი დაბადებულთანი გამოაცხადენ. წესნი კაცთანი განაბრწყინვენ, და სამეუფო იგი მღვდელობა განაშვენე. წმიდაო მღვდელმთავარო ბასილი ევედრე ქრისტესა ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩუენთათვის. ტროპარი და კონდაკი წმ. გრიგოლი დიოლოღოსისა: რომელმან ღმრთისა მიერ ზეგარდამო საღმრთო მადლი მოიღე დიდებულო გრიგოლი, და მის ძლით განძლიერდი და სახარებისაებრ სლვა თავს-იდევ ვინაცა ქრისტესგან შესაძინელი მას შინა ჰპოვე ყოვლად ნეტარო, რომელსაცა ევედრე, რათა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |