მთავარი » ვიდეოგალერეა
 "შევეხები მთის პრობლემებსაც; მოგეხსენებათ, საქართველო ოდითგან მთისა და ბარის ერთობით იყო ძლიერი. ბარს მთა იცავდა, მთას კი ბარი განამტკიცებდა. გახსოვთ თუნდაც შაჰ-აბასის შემოსევა, როდესაც კახელების საარაკო მამაცობის მიუხედავად, რიცხვით მრავალმა მტერმა ეს მხარე მაინც დაიკავა, მთიელების სახალხო ლაშქარი შეიყარა და თავგანწირული ბრძოლით სპარსელნი განდევნა. ბახტრიონის აჯანყების სახელით ცნობილმა ამ მოვლენამ, არა მარტო ბარი იხსნა სრული იავარქმნისაგან, არამედ მთიულეთი და თუშ-ფშავ-ხევსურეთიც გადაარჩინა.
 სამწუხაროდ, კომუნისტურ პერიოდში, საქართველოს მთიანეთი დაიცალა და დღეს მიტოვებულია არა მარტო სოფლები, არამედ მთელი კუთხეები; კერძოდ: თუშეთი, ხევსურეთი, ფშავის ნაწილი, რაჭა…, სადაც ზაფხულის პერიოდის გარდა, მოქმედ სოფლებში თითო-ოროლა ოჯახი ან სულაც, ერთი ადამიანი სახლობს.
 არადა ამ ტერიტორიების განსაკუთრებულობას ისიც განაპირობებს, რომ ისინი საზღვრისპირა რეგიონებია და მათ სტრატეგიული დანიშნულებაც აქვთ. ვინაიდან არსებული მდგომარეობის მთავარი მიზეზი სოციალურ-ეკონომიკური პირობებია, სახელმწიფოებრივი თანადგომისა და მატერიალური მხარდაჭერის გარეშე, ბუნებრივია, მოსახლეობის დაკავება ვერ მოხერხდება.
 ეკლესია, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ცდილობს, წვლილი შეიტანოს აღნიშნული მხარეების გამოცოცხლების საქმეში და, ამ მიზნით, აქ მონასტრებს აარსებს.
 მთის თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ამ რამდენიმე თვის წინ, შედგა ჩემი მოგზაურობაც თუშეთსა და ხევსურეთში და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ აღმოსავლეთ მთიანეთს (და რაჭასაც) დროულად უნდა გაეწიოს სერიოზული დახმარება, თორემ შემდეგ, ათჯერ მეტი ძალისხმევა იქნება საჭირო მდგომარეობის გამოსასწორებლად.
 ჩვენ ადრეც შევთავაზეთ ხელისუფლებას და ახლაც შევახსენებთ, რომ იქნებ ერთ-ერთ საქმედ იქცეს აქაურ დაუსახლებელ ტერიტორიებზე მცირე დანაშაულის მქონე პატიმრებისთვის მიმაგრების ადგილებისა და სოფლების მოწყობა (თავისი მეურნეობებით), რაც დასაქმების პრობლემასაც ნაწილობრივ გადაწყვეტს და დაცულ ზონებსაც შექმნის.
 ბუნებრივია, აქ უნდა ასევე განვითარდეს მესაქონლეობა, მეცხვარეობა, მეფუტკრეობა, მეთევზეობა, ხელსაქმე, მიწის ერთობლივი დამუშავებისათვის კი, უნდა შეიქმნას კოოპერატივები.
 სვანეთში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში განხორციელებული სახელმწიფო პროგრამები იმედს იძლევა, რომ ეს საკითხიც აქტუალური გახდება და მდგომარეობა გამოსწორდება” – საშობაო ეპისტოლე უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის ილია II.


კატეგორია: ვიდეოგალერეა | ნანახია: 1162 | ავტორი: თამაზი | კომენტარი(0)



 ნარკომანი და მოთამაშე.


კატეგორია: ვიდეოგალერეა | ნანახია: 1105 | ავტორი: თამაზი | კომენტარი(0)



 იოსებ ალავერდელი, ამბა ალავერდელი, საქართველოში მოღვაწე ერთ-ერთი ასურელი მამა. მოვიდა ქ. ანტიოქიიდან VI საუკუნის შუა წლებში იოანე ზედაზნელთან ერთად. ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში, შემდეგ მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირას დააარსა ალავერდის მონასტერი (აუგია წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, დასაფლავებულია იქვე). მისმა მოღვაწეობამ ხელი შეუწყო კახეთის ამ მხარეში ქრისტიანობის განმტკიცებას.
 იოსებ ალავერდელი იხსენიება ასურელი მამების – დავით გარეჯელის, შიო მღვიმელის – "ცხოვრებათა” მეტაფრასულ რედაქციებში (XII საუკუნე). XVIII საუკუნეში შეუდგენიათ იოსებ ალავერდელის სვინაქსარული "ცხოვრება”.


კატეგორია: ვიდეოგალერეა | ნანახია: 1097 | ავტორი: თამაზი | კომენტარი(0)



 ღირსი მამა დავით გარეჯელი ასურეთიდან იყო. იგი ყრმობის ასაკშივე დაემოწაფა ღირს იოანე ზედაზნელს და თან წამოჰყვა საქართველოში.
 მამა დავითმა იერუსალიმში სიწმინდეების მოლოცვა მოიწადინა. იერუსალიმის მხილველმა მამა დავითმა მადლობა შესწირა უფალს, შემდეგ კი ქვითინით მიწაზე დავარდა. ბერმა თავი წმინდა ქალაქში შესვლის ღირსად არ ჩათვალა, მხოლოდ მისი შორიდან ხილვით დაკმაყოფილდა, კარიბჭესთან დადგა და მხურვალედ ლოცულობდა.
 მამა დავითის თანმხლებმა ბერებმა ქალაქის სიწმინდეები მოილოცეს. უკან დაბრუნებისას წმინდა ბერმა მადლის ქედიდან სამი ქვა წამოიღო. იმ ღამეს იერუსალიმის პატრიარქს ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ მამა დავით გარეჯელს მთელი მადლი მიჰქონდა იერუსალიმიდან. პატრიარქმა მალემსრბოლელი დაადევნა წმინდანს და სტუმრობა სთხოვა. მამა დავითმა თავი არ ჩათვალა ასეთი პატივის ღირსად, ორი ქვა დააბრუნა, მესამე ქვა კი გარეჯის უდაბნოში ჩამოიტანა.
 ეს ქვა დღესაც აღასრულებს სასწაულებს.


კატეგორია: ვიდეოგალერეა | ნანახია: 1097 | ავტორი: თამაზი | კომენტარი(0)



 კიკოსის ღვთისმშობლის ხატის ორიგინალი ლუკა მახარებელმა დაწერა და ამჟამად კვიპროსზეა.მისი ასლი კი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, სამების საკათედრო ტაძარშია. ხატთან ერთად ქამრის ასლიც დამზადდა, რომელზეც ქალწული მარიამი და მთავარანგელოზია გამოსახული. კიკოსის ღვთისმშობლის შემწეობით მრავალი სასწაული აღესრულება, განსაკუთრებით კი უშვილო ოჯახებს შეეწევა და შვილოსნობას მიჰმადლებს მათ.
 სამების ტაძარში, კიკოსის ღვთისმშობელთან, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, აღევლინება სავედრებელი პარაკლისი. ტაძარში მისვლამდე მეუღლეებმა სამი დღე უნდა იმარხულონ. ღვთისმშობლის სარტყელს უშვილო ადამიანებს უკეთებენ, იკითხება სპეციალური უშვილობის დასაძლევი ლოცვები. კიკოსის ხატის შემწეობით, უამრავ ადამიანს მიემადლათ შვილი.


კატეგორია: ვიდეოგალერეა | ნანახია: 1143 | ავტორი: თამაზი | კომენტარი(0)



 პირველ ხატმწერად ლუკა მახარებელს მიიჩნევენ, რომელმაც ღვთისმშობლის ხატი (ოდიგიტრია) დაწერა. ხატწერის ხელოვნება, რომელიც ღვთისმეტყველებაში დაიბადა, მდიდრდებოდა საუკუნიდან საუკუნემდე.
 მე-20 საუკუნის დასაწყისში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ხატწერის ნიმუშებს ხელოვნების ნაწარმოებები დაარქვეს და მუზეუმებს გადაეცათ. სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის ძალისხმევით 1980-იანი წლების დასაწყისში ქართულმა ხატწერამ აღორძინება დაიწყო. შეიქმნა სახელოსნოები და ამ საქმეში მრავალი ოსტატი არის ჩართული, როგორც ეკლესიის დიდი მამები ამბობდნენ – გამოსახულება, ეს არის ქადაგება ფერებითა და ხაზებით, ეს არის ბიბლია უწიგნურთათვის.


კატეგორია: ვიდეოგალერეა | ნანახია: 1097 | ავტორი: თამაზი | კომენტარი(0)



 ანჩის მაცხოვრის კარეტი ხატის ისტორია. სად უნდა დაბრძანდეს ანჩისხატი? ამაზე ბჭობა და დავა დღესაც გრძელდება. ხატი დაზიანებულია და მუზეუმის თანამშრომლები აცხადებენ რომ მისი გადაადგილება დაუშვებელია.


კატეგორია: ვიდეოგალერეა | ნანახია: 1179 | ავტორი: თამაზი | კომენტარი(0)



 თბილისთან ახლოს მამკოდის მთის წვერზე ღვთისმშობლის მამათა მონასტერია. მეცხრე საუკუნეში აგებულ მონასტერში უწმინდესის ლოცვა-კურთხევით სამი წლის წინ ღვთისმსახურება აღდგა და დღეს უკვე ამ სამონასტრო კომპლექსში ბერები მსახურობენ.


კატეგორია: ვიდეოგალერეა | ნანახია: 1113 | ავტორი: თამაზი | კომენტარი(0)



ქართულ საეკლესიო გალობას, მრავალსაუკუნოვანი ისტორია გააჩნია. იგი ვითარდებოდა როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ არსებულ სულიერ კერებში (საბაწმინდის მონასტერში, ათონის მთაზე, ტაოკლარჯეთში და ა.შ), სადაც წმინდა საბა განწმედილის (+532 წ) ანდერძის თანახმად წირვა-ლოცვას (გალობით) მშობლიურ ენაზე ასრულებდნენ.
 ექვსი საუკუნის მანძილზე შეიქმნა სტიქარონები და გალობანი. გელათის დიდ სასულიერო მოღვაწეს იოანე პეტრიწს ეკუთვნის ცნობა ქართული მუსიკის მრავალხმიანობის შესახებ. ქართული საეკლესიო გალობის განვითარებამ, საბაწმინდიდან, ტაო-კლარჯეთის სასულიერო სკოლებში გადაინაცვლა, რომლის სულის ჩამდგმელი გრიგოლ ხანძთელი იყო.


კატეგორია: ვიდეოგალერეა | ნანახია: 1098 | ავტორი: თამაზი | კომენტარი(0)



 გლდანის რაიონში, მამა დავითის (დათუაშვილი) ხელმძღვანელობით, წმინდა მთავარანგელოზთა ეკლესიის მშენებლობა მინმდინარეობს. ტაძრის შენებას მსხვილი დამფინანსებელი არ ჰყავს, რის გამოც მამა დავითის მრევლი (და არა მარტო), დიდი და პატარა ჩართულია ამ პროცესში. მეტად თუ ნაკლებად თითოეული მათგანი ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს შენებაში, ამ მართლაც უდიდეს და მადლიან საქმეში.


კატეგორია: ვიდეოგალერეა | ნანახია: 1106 | ავტორი: თამაზი | კომენტარი(0)



გამოკითხვა

მართებულად მიგაჩნიათ თუ არა რთული ქცევის მოზარდის სპეციალურ სკოლაში გადაგზავნა?

Top News

განრღვეულის კვირა (ნაწ.4)
კომენტარები: 0 ნანახია: 1097
ბულიმიის სრული განკურნება რთულია
კომენტარები: 0 ნანახია: 1097
კონევის ღვთისმშობელი
კომენტარები: 0 ნანახია: 1097
დავით გარეჯელი
კომენტარები: 0 ნანახია: 1097
პატრიარქის საკვირაო ქადაგება 23.10.2011
კომენტარები: 0 ნანახია: 1097
იოსებ ალავერდელი
კომენტარები: 0 ნანახია: 1097
აღსარების წინ საკითხავი ლოცვები
კომენტარები: 0 ნანახია: 1097
ხატწერა
კომენტარები: 0 ნანახია: 1097

სტატისტიკა