2:06 PM რატომ იმატებს აგრესია საზოგადოებაში? | |
![]() პიროვნების საზოგადოებაში დაბრუნება და ინტეგრირების გაადვილება ის ძირითადი მიმართულებაა, რომლისთვისაც შეიქმნა ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლი "დენდრონი”. მათი საქმიანობის მიზანი შფოთვისა და კონფლიქტების განვითარებისა და ძალადობის ალბათობის შემცირებაა, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს სტრესული ავადობების შემცირებასაც. მაია ბეგაშვილი (ფსიქოლოგი, "დენდრონის” დამფუძნებელი): "აგრესია წარმოიშობა მაშინ, როდესაც სურვილი დიდია, მისი განხორციელების შესაძლებლობა კი – ნაკლები. მას შეიძლება სხვადსხვაგვარი გამოხატულება ჰქონდეს სოციუმში. შეიძლება არ დაგარტყას, პირდაპირ არ გავნოს, მაგრამ გახდეს ბოროტი, ახასიათებდეს ბოროტსიტყვაობა და ა.შ. რაც შეეხება ზოგადად აგრესიულ ფონს, ეს მარტო საქართველოში არ არის. მთელ მსოფლიოში ადამიანის ბიო-რიტმები ვერ მიჰყვება ცხოვრების აჩქარებულ რიტმს. მითუმეტეს, ქართულ ხასიათში არსებობს სიზარმაცე. ფიქრობს: "მე ვარ კარგი, ისედაც ყველაფერი გამომივა.” ამიტომ შრომის მოტივაცია აქვს ნაკლები, სათანადოდ ვერ იხარჯება, რაც იწვევს დეპრესიულ ფონს, რომელსაც ისევ აგრესიამდე მივყავართ.” ![]() მაია ბეგაშვილი: "რაც უფრო დაშორდება ადამიანი ღმერთს, მით უფრო დაცილდება საკუთარ თავს, გახდება თავისი სურვილების ტყვე. აბიტურიენტებს, რომლებსაც სურთ, ჩააბარონ გამოცდა, პირველ რიგში, უნდა ვასწავლოთ, რომ მეცადინეობა დაიწყონ და დაამთავრონ ლოცვით. ზოგადად, რაც უფრო კეთილშობილი გახდება საზოგადოება, მით უფრო ადვილად იპოვის ჭეშმარიტების გზას.” "დენდრონი” პროფესიონალი კადრებითაა დაკომლექტებული. მათი მომსახურება ყოველი მსურველისათვის ადვილად ხელმისაწვდომია. საზოგადოების ნებისმიერი ფენის წარმომადგენელს საშუალება აქვს საკუთარი შესაძლებლობების სწორი შეფასებითა და თვითრეალიზებით, გრძნობებისა და ქცევების ადამიანურ ნებასთან დამორჩილებით გახდეს მაგალითი სხვებისთვის, რათა საბოლოოდ მივიღოთ აგრესიისგან თავისუფალი და მშვიდი საზოგადოება. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |