მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 26 » ფილერმის ღვთისმშობელი
12:55 PM
ფილერმის ღვთისმშობელი
 სასწაულთმოქმედი ხატი, რომელიც ფილერმის ოდიგიტრიის სახელითაა ცნობილი, ძველი გადმოცემის თანახმად, წმიდა მახარებელმა ლუკამ დაწერა და თვითონ მიაბრძანა ეგვიპტეში – ნაზორეველებთან, რომელთაც თავი განდეგილური ცხოვრებისთვის ჰქონდათ შეწირული. შემდეგ ხატი იერუსალიმში გადაიტანეს, ხოლო V საუკუნეში საბერძნეთის იმპერატრიცა ევდოკიამ, თეოდოსი უმცროსის მეუღლემ, წმიდა ადგილების ხილვისას ის კონსტანტინეპოლში წაიღო და დიდი პატივით ვლაქერნის ტაძარში დააბრძანა.
 XIII საუკუნეში წმიდა ხატი დასავლეთის ქრისტიანებმა ხელში ჩაიგდეს, როცა ისინი კონსტანტინეპოლს დაეპატრონენ. შემდეგ ის იოანე იერუსალიმელის რაინდების ხელში მოხვდა და მათ კუნძულ როდოსზე თან წაიღეს. XVII საუკუნეში, როდესაც ამ კუნძულს თურქები დაეუფლნენ, რაინდები მალტაზე გადასახლდნენ და ფილერმის ხატიც იქ აღმოჩნდა. XVIII საუკუნის დასასრულს, როცა საფრანგეთის რევოლუცია აღმოსავლეთში ქრისტიანობის დამცველ მალტის რაინდებსაც მისწვდა და როცა ფრანგები მოტყუებით მალტის კუნძულსაც დაეპატრონნენ, რაინდებმა მფარველობისთვის რუსეთის იმპერატორ პეტრე I მიმართეს და ის დიდ მაგისტრად და მალტის ორდენის მცველად აირჩიეს. 1799 წლის 12 ოქტომბერს გატჩინში მათ ჩაიტანეს ფილერმის ღვთისმშობლის სასწაულთმოქემდი ხატი, უფლის პატიოსანი ჯვრის ნაწილი და იოანე ნათლისმცემლის მარჯვენა ხელი. ეს სიწმინდეები მათ გატჩინის კარის ეკლესიაში მიიტანეს, აქედან კი პეტერბურგში, ზამთრის სასახლის ეკლესიაში გადავიდა. იოანე ნათლისმცემლის დღესასწაული 12 ოქტომბერსაა დადგენილი, ხოლო მალტიდან რუსეთში პატიოსანი ჯვრის ნაწილის, ღვთისმშობლის ხატისა და წინამორბედის მარჯვენის გადმობრძანების დღესასწაული 1800 წლიდან აღესრულება.
კატეგორია: ხატები და ფრესკები | ნანახია: 1291 | დაამატა: თამაზი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გამოკითხვა

მართებულად მიგაჩნიათ თუ არა რთული ქცევის მოზარდის სპეციალურ სკოლაში გადაგზავნა?

Top News

შენ ხარ ვენახი-საგალობელი
კომენტარები: 0 ნანახია: 1185
სამარიტელის კვირა (ნაწ.1)
კომენტარები: 0 ნანახია: 1185
სამარიტელის კვირა (ნაწ.2)
კომენტარები: 0 ნანახია: 1185
ლოცვები დილის 6 საათზე
კომენტარები: 0 ნანახია: 1185
პატრიარქის საკვირაო ქადაგება 23.10.2011
კომენტარები: 0 ნანახია: 1186
მამკოდის მამათა მონასტერი
კომენტარები: 0 ნანახია: 1186

სტატისტიკა