2:08 PM კასპეროვის ღვთისმშობელი | |
![]() 1852 წელს ხერსონის მოსახლეობამ აიღო ნებართვა, რომ ყოველწლიურად, უფლის ამაღლების დღესასწაულზე ამ ხატთან ერთად ლიტანია აღესრულებინათ. 1852-1855 წლებში, აღმოსავლეთის ომის დროს, ოდესაში, ამ ხატით მტრის თვალწინ ლიტანია შესრულდა და ქალაქი უვნებლად გადარჩა. ეს მიიღეს, როგორც ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობის ნიშანი და მაშინვე გადაწყვიტეს, რომ ამ ამბის მოსახსენებლად 1 ოქტომებრს დღესასწაული დაეწესებინათ. სასწაულთმოქმედ ხატს ყოველწლიურად ლიტანიით მიაბრძანებდნენ კასპეროვიდან ქალაქ ოდესაში და იქ 1 ოქტომბრიდან აღდგომის მეორე დღემდე რჩება, ამაღლების დღესასწაულიდან 29 ივნისამდე ხერსონში იმყოფება, 1 ივნისიდან 1 აგვისტომდე კი – ქალაქ ნიკოლაევში. ყველა ამ ქალაქში პარასკეობით სასწაულთმოქედი ხატის წინაშე ღვთისმშობლის დაუჯდომელი იკითხება. კასპეროვის ხატი ძველი ხატწერული სტილით, ზეთის საღებავებით შესრულებულია ტილოზე, რომელიც დაფაზეა დაკრული. ღვთისმშობელს ყრმა – ღმერთი მარცხენა ხელში უჭირავს, უფლის მარჯვენა ხელში კი გრაგნილია. ხატს მაღალმხატვრულად შესრულებული მარგალიტებით, ალმასებით, ბრილიანტებით, ლალებით და ზურმუხტებით მოოჭვილი ოქროს პერანგი მოსავს. | |
|
სულ კომენტარები: 1 | ||||||
|