8:29 PM ახტალის ტაძარი (XIII ს.) | |
ახტალის ტაძარი თბილისიდან სამხრეთით, 90 კმ–ში, ხოლო ერევნიდან 185 კმ-ში, საქართველოს საზღვრის სიახლოვეს (ადრე საქართველოს ტერიტორიაზე), ქალაქ ლორესთან, მდინარე დებედას ხეობაში მდებარეობს. ციხე-სიმაგრე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს სამხრეთ საზღვრის დაცვაში. ახტალა სომხურად პღნძაჰანქია, რაც სპილენძის მადანს ნიშნავს. სახელწოდება მიუთითებს, რომ ამ მხარეშე ძველად სპილენძი მუშავდებოდა. ახტალის ტაძარი XIII ს-ის პირველი ორი ათეული წლის განმავლობაშია აგებული. მშენებელი იყო მხარგრძელთა გვარის ცნობილი წარმომადგენელი – ივანე ათაბაგი, რომელიც ამავე ტაძარშია დაკრძალული. ![]() ეკლესიის მოხატულობა მაღალპროფესიული ოსტატების მიერ შექმნილი ანსამბლია, რომელიც დღესაც, მიუხედავად საგრძნობი დაზიანებებისა, შთამბეჭდავია თავისი მასშტაბებითა და მხატვრული გადაწყვეტით. მოხატულობის იკონოგრაფიულ პროგრამაში საგანგებოდაა წინწამოწეული საქართველოს ეკლესიის წმიდანთა თემა; გამოსახულნი არიან: წმიდა ნინო, წმიდა იოანე ზედაზნელი, შიო მღვიმელი და ევაგრე; აგრეთვე, წმიდა ევფთვიმე და გიორგი მთაწმინდელები, წმიდა ილარიონ ქართველი. ახტალის საეპისკოპოსო კათედრის დაფუძნება მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირდება. IX-X საუკუნეებში, ეს კუთხე ქართლის მმართველებიდან სომეხ ბაგრატუნიანთა ხელში გადავიდა, თუმცა მისი დიდი ნაწილი XI საუკუნიდან კვლავ დაბრუნდა საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში. ![]() XX საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული, ახტალა, ამ კუთხის სხვა ძველ ქართულ ეკლესიებთან და მონასტრებთან ერთად სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღმოჩნდა და დღესაც მის ფარგლებში შედის. მონასტერი XIX საუკუნს მეორე ნახევრამდე ადგილობრივი მმართველების – მელიქიშვილების განსასვენებელი იყო. აქ შემდგომ ხანებშიც იკრძალებოდნენ ქართული წარჩინებული გვარის წარმომადგენლებიც. ახტალაში ქართულიდან სომხურად ითარგმნებოდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ლიტერატურა. ქართული წარწერები, რომლებიც მრავლადაა მონასტრისა და მისი შემოგარენის ტერიტორიაზე, ცხადყოფს მონასტრის ინტენსიურ ცხოვრებას. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი ამჟამად უმოქმედოა. შიგნით კედლის მხატვრობის მნიშვნელოვანი ნაწილებია დარჩენილი. ძეგლის კორპუსი მთლიანად გადარჩენილია, მაგრამ გუმბათის ყელი აღარ არსებობს. ტაძარს კარიბჭეები და კაპელები აქვს მიშენებული, გარშემოც რამდენიმე სამლოცველო და დიდი სამსართულიანი კოშკია. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |