კასპეროვის ღვთისმშობელი. |
რატომ იმატებს აგრესია საზოგადოებაში? |
ღირსი მამა დავით გარეჯელი ასურეთიდან იყო. იგი ყრმობის ასაკშივე დაემოწაფა ღირს იოანე ზედაზნელს და თან წამოჰყვა საქართველოში. მამა დავითმა იერუსალიმში სიწმინდეების მოლოცვა მოიწადინა. იერუსალიმის მხილველმა მამა დავითმა მადლობა შესწირა უფალს, შემდეგ კი ქვითინით მიწაზე დავარდა. ბერმა თავი წმინდა ქალაქში შესვლის ღირსად არ ჩათვალა, მხოლოდ მისი შორიდან ხილვით დაკმაყოფილდა, კარიბჭესთან დადგა და მხურვალედ ლოცულობდა. მამა დავითის თანმხლებმა ბერებმა ქალაქის სიწმინდეები მოილოცეს. უკან დაბრუნებისას წმინდა ბერმა მადლის ქედიდან სამი ქვა წამოიღო. იმ ღამეს იერუსალიმის პატრიარქს ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ მამა დავით გარეჯელს მთელი მადლი მიჰქონდა იერუსალიმიდან. პატრიარქმა მალემსრბოლელი დაადევნა წმინდანს და სტუმრობა სთხოვა. მამა დავითმა თავი არ ჩათვალა ასეთი პატივის ღირსად, ორი ქვა დააბრუნა, მესამე ქვა კი გარეჯის უდაბნოში ჩამოიტანა. ეს ქვა დღესაც აღასრულებს სასწაულებს. |
პატრიარქი გალობს ღირს არს ჭეშმარიტად. |
მამა რევაზი სიხარულიძის საკვირაო ქადაგება ბრმის კვირა ნაწილი 1. |
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორის ქადაგება 06.11.2011 |
მირონის კურთხევის დაწესება საქართველოში. |
აღსარების შემდეგ წასაკითხი ლოცვანი. |
კიკოსის ღვთისმშობლის ხატის ორიგინალი ლუკა მახარებელმა დაწერა და ამჟამად კვიპროსზეა.მისი ასლი კი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, სამების საკათედრო ტაძარშია. ხატთან ერთად ქამრის ასლიც დამზადდა, რომელზეც ქალწული მარიამი და მთავარანგელოზია გამოსახული. კიკოსის ღვთისმშობლის შემწეობით მრავალი სასწაული აღესრულება, განსაკუთრებით კი უშვილო ოჯახებს შეეწევა და შვილოსნობას მიჰმადლებს მათ. სამების ტაძარში, კიკოსის ღვთისმშობელთან, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, აღევლინება სავედრებელი პარაკლისი. ტაძარში მისვლამდე მეუღლეებმა სამი დღე უნდა იმარხულონ. ღვთისმშობლის სარტყელს უშვილო ადამიანებს უკეთებენ, იკითხება სპეციალური უშვილობის დასაძლევი ლოცვები. კიკოსის ხატის შემწეობით, უამრავ ადამიანს მიემადლათ შვილი. |