მთავარი » 2011 » ნოემბერი » 14 » ნორავანი
6:19 PM
ნორავანი
 ნორავანი მდინარე "არნაჩაის” ერთ-ერთი შენაკადის მიდამოებში მდებარეობს. ადგილს ძველად ვაიოც-ძორი "ქართველთა ველი” ერქვა, შემდეგ კი დარალაგიოზი, სოფელი ამაღუ. ის სომხეთის პროვინციაშია და ამ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს.
 მონასტერი ნორავანი თავად ორბელიანებს დაუარსებიათ (აქვეა მათი საგვარეულო სამარხები). როდესაც უბედურება ეწიათ და განიდევნენ საქართველოდან, მეფე გიორგი III – ის მიერ.
 ორბელიანებმა შექმნეს და გაამდიდრეს ეს მონასტერი ისე, რომ იერარქიულად მისი ადგილი თათეს მონასტერსაც კი უსწრებდა, პირველობდა. (თათეს მონასტერი იყო რეზიდენცია სომეხთა კათოლიკოსის შემდეგ მდგომი სიუნიის არქიეპისკოპოსისა).
 მთავარი ტაძარი წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობისაა. მონასტრის ჩრდილოეთის კედელთან მიდგმულია უგუმბათო ეკლესია, ოთხ ბურჯზე. აქ თავად ტარსაიჭ ორბელიანის საძვალე-განსასვენებელია. (ეს ეკლესია თვითონ ტარსაიჭს აუგია, ან "აუშენა” ქვრივმა მინა-ხათუნმა). სამარხი – ეკლესია ტარსაიჭის ძმის სუმბათის სამარხზეა აგებული.
 ტარსაიჭ-ორბელიანის ეკლესიის გარე ფასადზე, სარკმელთან, ჯვრის გადაკვეთასთან წარწერაა: "უფლის ნებით, მე, თავადთა თავადი, ტარსაიჭმა ავაგე ეს სამარხი ჩემი ძმისთვის სუმბათისთვის 744(1295) წელს”.
 ნორავანის მონასტრის ახლოს არის ორსართულიანი ტაძარი. "სიუნიის ისტორიაში” აღწერილია, რომ აქ დაკრძალულნი არიან: ელიკუმ I, შვილიშვილი მისი ლიპარტი VI, შვილები მისი: ელიკუმ II, სუმბატ, ტარსაიჭი. შვილები ტარსაიჭ ორბელიანისა” ელიკუმ III, ფახრადულახ, მეორე თანამეცხედრე ტარსაიჭ ორბელიანისა მინა-ხათუნი და სხვანი…
 ნორავანის მონასტერი ფლობდა უძრავ საგანძურს, მოტანილს შეწირულების სახით, საერო და საეკლესიო ხელისუფლებისგან, ძირითადად, თავადთა ორბელიანთაგან. წარწერებში მოიხსენიებიან შემწირველნიც და შეწირულებანიც.
 ნორავანის წარწერებიდან მნიშვნელოვანია ტაძრის შიგნით, ჩრდილოეთის კედელზე წარწერა: ორბელიანთა საგვარეულო-სახლის განადგურების შედეგი მეფე გიორგი III – ის მიერ.
 "670(1221)წ. ღვთის ნებით, მე ლიპარიტი, შვილი ელიკუმისა და შვილიშვილი დიდი (ლიპარიტი) ორბელიანისა, მამა ჩემი ელიკუმი, დევნილნი აფხაზთა მეფის მიერ მოვედით ათაბაგ ელდიღუზის სამფლობელოში და მან მოგვაქცია ყურადღება და მისცა მას დიდი ქალაქი გამიანი (ჰამადანი). მე, ლიპარიტი, შვილი მისი, ჯერ ახალგაზრდამ მივიღე რწმენა წმ.გრიგოლისა წარვუდექი დიდსა ათაბაგსა ივანე (მხარგრძელს), რომელმაც ჩემი მემკვიდრეობიდან მიბოძა ჰ(ხ)რაშკაბერდის ციხე (ხრაშკა-ბერდ) თავისი შემოსავლებით და მე ავაგე ეს მონასტერი ნორავანი” …
კატეგორია: ეკლესია-მონასტრები | ნანახია: 1589 | დაამატა: თამაზი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გამოკითხვა

მართებულად მიგაჩნიათ თუ არა რთული ქცევის მოზარდის სპეციალურ სკოლაში გადაგზავნა?

Top News

ხატწერა
კომენტარები: 0 ნანახია: 1102
გრებნევის ღვთისმშობელი
კომენტარები: 0 ნანახია: 1103
ქართული გალობა
კომენტარები: 0 ნანახია: 1103
კონევის ღვთისმშობელი
კომენტარები: 0 ნანახია: 1103
იოსებ ალავერდელი
კომენტარები: 0 ნანახია: 1103
ლოცვები დილის 6 საათზე
კომენტარები: 0 ნანახია: 1103

სტატისტიკა