მთავარი » 2011 » ნოემბერი » 11 » ლოცვები დილის 6 საათზე
1:15 PM
ლოცვები დილის 6 საათზე
  სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ.
 დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
 მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

ფსალმუნი 22
 1.უფალმან მმწყსოს მე და მე არაი მაკლდეს. 2. ადგილსა მწვანვილსა მუნ დამამკვიდრა მე; წყალთა ზედა განსასუენებელთასა გამომზარდა მე. 3. მოაქცია სული ჩემი და მიძღოდე მე გზათა სიმართლისათა სახელისა მისისათვის. 4. ვიდოდიღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ; კუერთხმან შენმან და არგანმან შენმან, ამათ ნუგეშინისმცეს მე. 5. განმზადე წინაშე ჩემსა ტაბლაი წინაშე მაჭირვებელთა ჩემთა; განაპოხე ზეთითა თავი ჩემი და სასუმელმან შენმან დამათრო მე ვითარცა ურწყულმან. 6. წყალობაი შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხოურებისა ჩემისათა, დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა, განგრძობასა დღეთასა.
 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო;
 ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო;
 ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
 აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
ამინ!
კატეგორია: ლოცვანი | ნანახია: 604 | დაამატა: თამაზი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გამოკითხვა

მართებულად მიგაჩნიათ თუ არა რთული ქცევის მოზარდის სპეციალურ სკოლაში გადაგზავნა?

Top News

ნარკომანი და მოთამაშე
კომენტარები: 0 ნანახია: 595
პატრიარქის საკვირაო ქადაგება 06.11.2011
კომენტარები: 0 ნანახია: 599
დავით გარეჯელი
კომენტარები: 0 ნანახია: 601
ანჩისხატი
კომენტარები: 0 ნანახია: 602
ლოცვები დილის 6 საათზე
კომენტარები: 0 ნანახია: 603
განრღვეულის კვირა (ნაწ.3)
კომენტარები: 0 ნანახია: 603
იოსებ ალავერდელი
კომენტარები: 0 ნანახია: 604
განრღვეულის კვირა (ნაწ.4)
კომენტარები: 0 ნანახია: 605

სტატისტიკა