მთავარი » 2011 » დეკემბერი » 22 » წმიდა სინოდმა ახალი პირადობის მოწმობებზე იმსჯელა
10:46 AM
წმიდა სინოდმა ახალი პირადობის მოწმობებზე იმსჯელა
 საქართველოს საპატრიარქოში დღეს გამართულ სხდომაზე წმიდა სინოდმა ჩვენს ქვეყანაში ახალი პირადობის მოწმობების გაცემის საკითხზე იმსჯელა. სხდომის მდივნის, საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელის (დათუაშვილი) თქმით, აღნიშნულ საკითხზე ეკლესიის მოსაზრება საზოგადოებისთვის ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.
 წმიდა სინოდის სხდომას უწმიდესი და უნეტარესი, სრულიას საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე თავმჯდომარეობდა.
 ახალი თაობის პირადობის მოწმობის გაცემა 2011 წლის 1-ლი აგვისტოდან დაიწყო და სამოქალაქო რეესტრის ინფორმაციით, ამავე წლის ნოემბრის მონაცემებით, ID ბარათების მიღების მსურველებისთვის 72 000–მდე ელექტრონული პირადობის (ბინადრობის) მოწმობა დაიბეჭდა.
 საქართველოში სულ ოთხი ტიპის ID ბარათი გაიცემა: საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა, მუდმივი/დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა და დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა ლტოლვილისათვის.
 სამოქალაქო რეესტრის ინფორმაციით, ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობის აღება არ არის სავალდებულო, ძველი მოწმობები ვადის გასვლამდე ძალაში რჩება, თუმცა ახალი დოკუმენტების აღების შემთხვევაში მოქალაქე მიიღებს ID ბარათს. ის მაღალტექნოლოგიური, გაყალბებისგან მაქსიმალურად დაცული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია. ID ბარათი ელექტრონული დოკუმენტების ციფრულად ხელმოწერის საშუალებას იძლევა და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ასეთ დოკუმენტებს იურიდიული ძალა აქვს.
 საზოგადოების დამოკიდებულება ახალი პირადობის მოწმობების შესახებ არაერთგვაროვანია. მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ID ბარათი მოქალაქეთა კონტროლის მექანიზმად იქცევა, რაც ადამიანთა უფლებების უხეში დარღვევაა.
კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 1605 | დაამატა: თამაზი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გამოკითხვა

მართებულად მიგაჩნიათ თუ არა რთული ქცევის მოზარდის სპეციალურ სკოლაში გადაგზავნა?

Top News

ლოცვები დილის 6 საათზე
კომენტარები: 0 ნანახია: 1081
გრებნევის ღვთისმშობელი
კომენტარები: 0 ნანახია: 1082
ბულიმიის სრული განკურნება რთულია
კომენტარები: 0 ნანახია: 1082
აღსარების შემდეგ წასაკითხი ლოცვანი
კომენტარები: 0 ნანახია: 1082
ქართული გალობა
კომენტარები: 0 ნანახია: 1082
პატრიარქის საკვირაო ქადაგება 23.10.2011
კომენტარები: 0 ნანახია: 1082
ნარკომანი და მოთამაშე
კომენტარები: 0 ნანახია: 1082
აღსარების წინ საკითხავი ლოცვები
კომენტარები: 0 ნანახია: 1082
იოსებ ალავერდელი
კომენტარები: 0 ნანახია: 1083
დავით გარეჯელი
კომენტარები: 0 ნანახია: 1083

სტატისტიკა