მთავარი » 2011 » ნოემბერი » 2 » შეიცან თავი შენი
11:14 AM
შეიცან თავი შენი

 "შეიცან თავი შენი”. ყველაზე დიდი სიბრძნეა, როცა ადამიანი შეიგრძნობს საკუთრ სისუსტეს, თავის უარყოფით მხარეებს. ინებოს უფალმა, რომ მოგვანიჭოს ყველას "განცდაი თვისთა ცოდვათა”, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული "არა განკითხვა ძმისა ჩემისა”. იმიტომ რომ, თუ ადამიანი ხედავს თავის ცოდვებს, ის არ განიკითხავს სხვას, რადგან მას აწუხებს თავისი ცოდვა და ამაზე ფიქრობს”.
 უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
 ფრაგმენტი წმიდა ბასილი დიდის ქადაგებიდან
   "შეიცან თავი შენი! ანუ შეიმეცნე არა ის, რაც შენ გეკუთვნის ან შენს გარშემოა, არამედ ჩაუღრმავდი საკუთარ თავს. ვინაიდან სხვა ვართ ჩვენ და სხვა არის ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის ან რასაც გარემოუცავთ.
 სული და გონება – ეს ჩვენ ვართ, რადგან ხატად ღვთისა ვართ შექმნილნი. სხეული და ყოველივე მის მიერ შეგრძნობილი – ჩვენია. ხოლო ჩვენი ქონება, სახლ-კარი და სხვა – ჩვენ გარშემოა, ეს ჩვენ არ ვართ. 
 რას ნიშნავს საკუთარი თავის შემეცნება?
 ხორცის ფუფუნებას ნუ მიეცემი, ნუ აქცევ ცხოვრების მიზნად სილამაზეს, განცხორმას, კმაყოფილებას, დღეგრძელობას, თუნდაც ჯანმრთელობას. ნუ აქცევ შენი ცხოვრების აზრად განდიდებას, სიმდიდრეს, ნუ გამოეკიდები იმას, რაც მხოლოდ ამქვეყნიურ ცხოვრებაში გემსახურება, მის გამო ნუ დაივიწყებ უპირატესს  –შენს სულს და მომავალ ცხოვრებას.
 სწორედ ამას ნიშნავს – შეცან თავი შენი! სულზე იზრუნე, მარტოოდენ ის შეამკე, იფხიზლე, რომ არ მიეკაროს მას არანაირი ბიწიერება, განიწმინდე ცოდვათაგან. შეამკე, განამშვენე, განანათლე შენი სული ყოველი კეთილი საქმითა და მოქმედებით.
 გამოსცადე შენი თავი – ვინ ხარ შენ, შეიცან შენი ბუნება.
 შეიგნე , რომ ხორცი მოკვდავია და მხოლოდ სულია უკვდავი! აადამიანის ცხოვრება ორგვარია: ერთი – ხორციელი, წარმავალი, მეორე კი – სულიერი, მარადიული… ამიტომ, გადამეტებით ნუ იზრუნებ წარმავალზე და მის გამო მარადიულს ნუ უგულვებელჰყოფ.
 ისწავლე ზომიერება. ზომიერად მოეპყარ სხეულს, მიაწოდე მას მხოლოდ აუცილებელი – საზრდელი, სამოსელი. სულს მიაწოდე განათლება, იქმოდე კეთილ საქმეებს, გამოასწორე შენი გულისთქმები, ილოცე, იმარხულე…
 ნუ გაასუქებ, გააზულუქებ და გაანებივრებ ხორცს. გახსოვდეს, რომ "…ხორცთა გული უთქუამს სულისათვის და სულსა ხორცისათვის, და ესენი მხდომ არიან ურთიერთარს, რაითა არა რაი გინდეს, მას ჰყოფდეთ”.
 გაფრთხილდი, რომ ხორცზე ზრუნვამ არ გაგიტაცოს, წარმავალს არ დაუთმო ის ძალა, რომელიც სულზე ზრუნვისათვისაა განკუთვნილი.
 როგორც სასწორზე აწონის დროს, თუ სასწორის ერთ ჯამს დაამძიმებ, მეორე უსათუოდ დამსუბუქდება, ასე მოუვა სულსა და ხორცს: ერთზე გადამეტებულ ზრუნვას აუცილებლად მეორეს შესუსტება მოჰყვება. როდესაც ხორცი ფუფუნებასა და განცხრომაშია, სული სუსტია და გონება უსუსური. ხოლო როცა სული ლოცვით, მარხვითა და კეთილმოღვაწეობითაა გაძლიერებული, შესაბამისად, ხორცია მისუსტებული.
 შეიცან თავი შენი, იზრუნე საკუთარი სულისთვის: იყავ ფხიზელი, გონიერი, დაიცავ აწმყო, იზრუნე მომავალზე. უზრუნველობის გამო ნუ დაკარგავ რაც გაქვს, მაგრამ თუ ჯერ არ გაქვს, შესაძლოა არც მოგეცეს, მასზე ნუ დაამყარებ იმედს, რადგან არ იცი ღვთის განგება.
 გულმოდგინედ ეცადე, გადაეჩვიო სხვებში ნაკლის ძიებას. ნუ მიეცემი სხვათა უძლურების განსჯას, განკითხვას, არამედ საკუთარი თავი გამოიძიე, სულიერი თვალი შენს სულს მიაპყარ, რადგან უფალი ბრძანებს: "ანუ რაისა ხედავ წუელსა თვალსა შინა ძმისა შენისასა და დვირესა თვალსა შინა შენსა არა განიცდი?”. ამიტომ ნუ მოიშლი ყოველი შენი საქმის განსჯასა და შეფასებას.
 მუდამ იმაზე იფიქრე, მცნებების დაცვით ცხოვრობ თუ არა. ნურასდროს განსჯი, განაქიქებ სხვას იმ უწყალო და ამპარტავანი ფარისევლის მსგავსად, რომელიც ლოცვად იდგა და თავი მართალი ეგონა უფლის წინაშე, იქვე მდგომ მეზვერეს ამცირებდა. ამის საწინააღმდეგოდ მოიქეცი, გაიხსენე შენი ცხოვრება, გამოიძიე: ხომ არ სცოდე გულისთქმით, ენით, საქმით? თუ აღმოჩნდება, რომ სცოდე და თან მრავალგზის (და უსათუოდ აღმოჩნდება, რადგან: "არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს”), წარმოსთქვი მეზვერეს სიტყვები: "ღმერთო, მილხინე მე ცოდვლისა ამას”.

კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 1261 | დაამატა: თამაზი | რეიტინგი: 3.5/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გამოკითხვა

მართებულად მიგაჩნიათ თუ არა რთული ქცევის მოზარდის სპეციალურ სკოლაში გადაგზავნა?

Top News

კონევის ღვთისმშობელი
კომენტარები: 0 ნანახია: 1094
ლოცვები დილის 6 საათზე
კომენტარები: 0 ნანახია: 1095
იოსებ ალავერდელი
კომენტარები: 0 ნანახია: 1095
განრღვეულის კვირა (ნაწ.3)
კომენტარები: 0 ნანახია: 1095
ქართული გალობა
კომენტარები: 0 ნანახია: 1096
პატრიარქის საკვირაო ქადაგება 06.11.2011
კომენტარები: 0 ნანახია: 1096
ბულიმიის სრული განკურნება რთულია
კომენტარები: 0 ნანახია: 1096

სტატისტიკა