მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 24 » პატრიარქის საკვირაო ქადაგება 23.10.2011
3:54 PM
პატრიარქის საკვირაო ქადაგება 23.10.2011
 სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.
 ჩვენთან არს ღმერთი!
 "დიდ ხარ შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი”. ერთმა დიდმა ადამიანმა თქვა: "დიდებიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯია”. პიროვნება თუ დიდებას მიაღწევს, მან უნდა იცოდეს, რომ ეს ღვთისაგანაა ბოძებული. სასაცილომდე, ანუ ყველაფრის დაკარგვამდე ერთი ნაბიჯია.
 ჩვენ დილით 4 საათზე ჩამოვედით კოსტანტინოპოლიდან, სადაც იმყოფება მსოფლიო პატრიარქი. კოსტანტინოპოლი დაარსებულია IV საუკუნეში კონსტანტინე დიდის მიერ. ეს არის ქალაქი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას. მის ყოვლად უწმიდესობას ბართლომეოს I-ს შეუსრულდა პატრიარქობის 20 წლისთავი. მას მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი ესტუმრა ამ ღირსშესანიშნავი თარიღის მისალოცად. საჩუქარებიც მიიღო პოლიტიკოსებისაგან.
 ვისაუბრეთ მომავალი მართმადიდებელი კრების შესახებ. ბართლომეოს I-ს სურს, რომ შედგეს ეს კრება. ჩვენ მოვახსენეთ მას, რომ ამ კრების მოწვევა არ შეიძლება, სანამ არ იქნება მოწესრიგებული ის პრობლემები, რომლებიც დგას მართმადიდებელ ეკლესიებს შორის. ეს რთული საკითხებია და ადვილად ვერ გადაწყდება. მსოფლიო პატრიარქს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია მართმადიდებელ ეკლესიათა ერთობის საკითხში. ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს არაჩვეულებრივი პოზიცია უჭირავს. ჩვენი აზრით, ყველა ტაძარი, რომელიც ეკლესიის გარეშეა, უნდა ეკუთვნოდეს, მრევლის სურვილის მიხედვით, ან დედა ეკლესიას, ან მსოფლიო პატრიარქს. ეს ყველაფერი უნდა გადაწყდეს. ვფიქრობ, მართმადიდებელ ეკლესიათა კრების მოწვევა ახალ განხეთქილებას წარმოშობს.
 კოსტანტინოპოლი თავის დროზე თითქმის მთელი მსოფლიოს დედაქალაქი იყო. დღეს ძალიან შეუხედავი და უბრალოა. იმედი მაქვს, ის საკითხები, რომლებიც დგას ეკლესიებს შორის, აუცილებლად მოგვარდება. ამას დრო სჭირდება.
 თურქეთში არსებული ქართული ტაძრებისა და მონასტრების თემა მეტად საყურადღებოა საქართველოსთვის. თურქეთის ხელისუფლებამ გამოსცა ბრძანება იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ტაძარი გადაეცეს თავის ერს. ჯერჯერობით ჩვენ არ ვართ მათ შორის. მე გავუგზვნე წერილი თურქეთის პრემიერ-მინისტრს ამასთან დაკავშირებით. გვიპასუხეს, რომ განხილვის პროცესშია ჩვენი საკითხი, რაც აუცილებლად დადებითად უნდა გადაწყდეს. თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ტაძრები ყოველმიზეზგარეშე უნდა გადმოვიდეს საქართველოს ეკლესიის ხელში.
 აი, ასეთი საკითხები იდგა ჩვენს წინაშე. მადლობა ღმერთს, რომ თქვენი ლოცვით ყველაფერი მშვიდობით დაგვირგვინდა. უფალი იყოს ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის მფარველი. მინდა გაგახსენოთ, როცა ჩვენი ერი დედა ეკლესიასთან ერთად იყო, მუდამ მშვიდობა სუფევდა. როცა წინააღმდეგობა წარმოიქმნებოდა ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის, მუდამ უძლურდებოდა ჩვენი ქვეყანაც.
 ღმერთმა დაგლოცოთ, უფალმა გააძლიეროს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო. ამინ!
კატეგორია: პატრიარქის ქადაგებები | ნანახია: 1080 | დაამატა: თამაზი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გამოკითხვა

მართებულად მიგაჩნიათ თუ არა რთული ქცევის მოზარდის სპეციალურ სკოლაში გადაგზავნა?

Top News

ლოცვები დილის 6 საათზე
კომენტარები: 0 ნანახია: 1079
აღსარების შემდეგ წასაკითხი ლოცვანი
კომენტარები: 0 ნანახია: 1079
აღსარების წინ საკითხავი ლოცვები
კომენტარები: 0 ნანახია: 1079
ანჩისხატი
კომენტარები: 0 ნანახია: 1079
პატრიარქის საკვირაო ქადაგება 23.10.2011
კომენტარები: 0 ნანახია: 1079
გრებნევის ღვთისმშობელი
კომენტარები: 0 ნანახია: 1080
ბულიმიის სრული განკურნება რთულია
კომენტარები: 0 ნანახია: 1080
ქართული გალობა
კომენტარები: 0 ნანახია: 1080
ნარკომანი და მოთამაშე
კომენტარები: 0 ნანახია: 1080
დავით გარეჯელი
კომენტარები: 0 ნანახია: 1081

სტატისტიკა