მსვლელობა 100 000 მოწამის ხსენების დღე - 14 ნოემბერში 2011 - მართმადიდებლური ვებ საიტი.
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 14 » მსვლელობა 100 000 მოწამის ხსენების დღე
6:11 PM
მსვლელობა 100 000 მოწამის ხსენების დღე

 სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. ტრადიციისამებრ, პატრიარქის კურთხევითა და ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის” ორგანიზებით მოეწყო საზეიმო მსვლელობა, რომელშიც მრევლი და სასულიერო პირები მონაწილეობდნენ.

 ლოცვითი მსვლელობა 13:00 საათზე ვარდების (ყოფილი რესპუბლიკის) მოედნიდან დაიწყო და რუსთაველის გამზირის გავლით მეტეხის ხიდისკენ გაემართა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 100 000 მოწამის სახელზე სადღესასწაულო პარაკლისი გადაიხადა და მრევლთან ერთად, წამებულთა პატივის მისაგებად, მტკვარში ყვავილები გადაყარა. უწმინდესმა 100 ათას ქართველ მოწამეს ქვეყნისა და ქართველი ერის მფარველობა შესთხოვა.
 კათოლიკოს-პატრიარქი დღეს ევროპის მოედანზე მოწყობილ კონცერტსაც დაესწრო, სადაც რამდენიმე ქართული სიმღერა შესრულდა. უწმინდესმა მეტეხის ხიდზე შეკრებილებს მიმართა და 100 ათასი მოწამის ღვაწლის შესახებ ისაუბრა.
 თეონა როსტოშვილი (სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრის მრევლი): "აქ მოვედი ჩემს პატარასთან ერთად. ლიზიკო ერთი წლისაა, მაგრამ მინდა, აქედანვე მონაწილეობდეს ქრისტიანულ დღესასწაულებში და მიიღოს ის უდიდესი მადლი, რაც დღეს აქ ტრიალებს.”
 ანა გველესიანი (წმიდა სამების საკათედრო ტაძარის მრევლი): "დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა და ძალიან გახარებული ვარ, რომ ვმონაწილეობ ამ მსვლელობაში, ეს არის ქართველების ერთიანობის დღე, როდესაც ასი ათასი კაცი ჩვენი სარწმუნოებისთვის ეწამა.”
 მაია ელოშვილი (ქაშუეთის ეკლესიის მრევლი): "ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ბევრი მორწმუნე ადამიანი შეიკრიბა და პატივს მიაგებს 100 000 მოწამეს, რომლებმაც ხატები არ შეურაცხყვეს და სიცოცხლის ფასად დაიცვეს მართლმადიდებლური სარწმუნოება. ძალიან გახარებული ვარ და ყველას ვულოცავ ამ დღესასწაულს, ჩვენს ქვეყანას ვუსურვებ გაძლიერებასა და გამთლიანებას, 100 000 მოწამის მადლი შეეწიოს სრულიად საქართველოს.”
 შეგახსენებთ, რომ ხორეზმის სახელმწიფოს გამგებელმა, ჯალალ ედ-დინმა 1227 წელს თბილისი აიღო. მისი ბრძანებით, სიონის საპატრიარქო ტაძარს გუმბათი მოხსნეს, სადაც ჯალალ ედ-დინისთვის ტახტი დადგეს. სიონის ტაძრიდან ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატები გამოაბრძანეს და მეტეხის ხიდზე გაიყვანეს. თბილისელებს აიძულებდნენ, ქრისტეს უარყოფის ნიშნად, ჯერ დაენერწყვათ, შემდეგ კი ფეხით გაეთელათ წმიდა ხატები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თავების წარკვეთით ემუქრებოდნენ. 100 000-მა ქართველმა სულიერი სიმტკიცე გამოიჩინა. მათ ხატებს თაყვანი სცეს და ბრძანებას არ დაემორჩილნენ, რის გამოც ასი ათასი მოჭრილი თავი და თავწარკვეთილი სხეული მტკვარს გაატანეს. ამ დღეს ქართველმა ერმა სარწმუნოებისათვის თავდადებული 100 000 მფარველი შეიძინა.

კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 389 | დაამატა: თამაზი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გამოკითხვა

მართებულად მიგაჩნიათ თუ არა რთული ქცევის მოზარდის სპეციალურ სკოლაში გადაგზავნა?

Top News

აღსარების წინ საკითხავი ლოცვები
კომენტარები: 0 ნანახია: 269
ანჩისხატი
კომენტარები: 0 ნანახია: 270
სამარიტელის კვირა (ნაწ.2)
კომენტარები: 0 ნანახია: 274
პატრიარქის საკვირაო ქადაგება 23.10.2011
კომენტარები: 0 ნანახია: 274

სტატისტიკა