მაქსიმოვის ღვთისმშობელი - 2 ნოემბერში 2011 - მართმადიდებლური ვებ საიტი.
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 2 » მაქსიმოვის ღვთისმშობელი
11:17 AM
მაქსიმოვის ღვთისმშობელი
 მაქსიმოვის ხატზე ყოვლადწმიდა ღვთისშობელი მთელი სიმაღლითაა გამოსახული. მის წინაშე მდგარი მიტროპოლიტი მაქსიმე ყოვლადწმიდა ხელიდან იღებს ომფორს. ხატი შემკულია ვერცხლის ჭედურობით და მოოქროვილი მარგალიტებიანი პერანგით. ხატზე შემდეგი წარწერაა: "ღვთისმშობლის ეს წმიდა ხატი დაიწერა 6807 (1299) წელს რუსეთში ცნობილი სასწაულთმოქმედის, წარმოშობით ბერძენი ვლადიმირის მიტროპოლიტის მაქსიმეს გამოცხადების მიხედვით.”
 როდესაც კიევიდან ვლადიმირში ჩასვლის შემდეგ მან ცოტა ხნით დაიძინა, სიზმრად ცხადლივ, მკაფიოდ, არაჩვეულებრივად დიდი სინათლე იხილა. ამ სინათლეში გამოჩნდა ყოვლადწმიდა ქალწული ღვთისმშობელი. მას ხელთ წინასაუკუნეთა ყრმა ეპყრა, რომელიც ამბობდა: "მონაო ჩემო მაქსიმე, კეთილად მოხვედ ჩემს ქალაქში”. მისცა მას ომფორი და უთხრა: "მიიღე ეს ომფორი და დამწყემსე ცხოვარნი ჩემნი ქალაქსა ამას შინა.” მან გამოართვა, გამოიღვიძა და სენაკში ვერავინ ნახა, ომფორი კი მის ხელთ აღმოჩნდა. ის დიდხანს შიშით იყო მოცული, შემდეგ კი მომხდარი მთავარ ანდრიას აცნობა. ოქროს კიდობანი გააკეთებინა და შიგ ომფორი შეინახა. ეს ამბავი მთელი რისეთის მიწას და მთელ პალესტინას მოედო. ხატიც ისე დაიწერა, როგორიც იყო წმიდა მაქსიმეს ხილვა. ეს ომფორი ოქროს კიდობნით იმავე ეკლესიაში 112 წელს ინახებოდა, მაგრამ ვლადიმირზე უფლისწულ ტალიჩის თავდასხმის დროს, 1412 წლის ივლისში ის ტაძრის სხვა საგანძურთან ერთად საიდუმლო ადგილას გადამალა ამ ტაძრის მცველმა პატრიკიოსმა, რომელიც ამავე ეკლესიაში თათრებმა აწამეს. ისინი ამაოდ ცდილობდნენ, რომ შიშით და ყველაზე სასტიკი ტანჯვით, მისგან საიდუმლო გაეგოთ.
კატეგორია: ხატები და ფრესკები | ნანახია: 420 | დაამატა: თამაზი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გამოკითხვა

მართებულად მიგაჩნიათ თუ არა რთული ქცევის მოზარდის სპეციალურ სკოლაში გადაგზავნა?

Top News

აღსარების წინ საკითხავი ლოცვები
კომენტარები: 0 ნანახია: 270
ანჩისხატი
კომენტარები: 0 ნანახია: 271
სამარიტელის კვირა (ნაწ.2)
კომენტარები: 0 ნანახია: 275
პატრიარქის საკვირაო ქადაგება 23.10.2011
კომენტარები: 0 ნანახია: 275

სტატისტიკა