მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 24 » “ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენი ცოდვებისთვის… ქრისტე ცოცხალია”
4:21 PM
“ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენი ცოდვებისთვის… ქრისტე ცოცხალია”
  პაკისტანელ ქალბატონს ქრისტიანობის აღიარებისთვის სიკვდილი მიუსაჯეს
 "ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენი ცოდვებისთვის… ქრისტე ცოცხალია”, – ამ სიტყვებს ხშირად ამბობდა საკუთარი რწმენის დასაცავად პაკისტანელი ასია ბიბი. მას რელიგიური დისკუსიებისას თანამშრომლებიც დასცინოდნენ, ცდილობნენ ასიას ისლამზე მოქცევას. თუმცა უშედეგოდ. მუსლიმ ქალებში განსაკუთრებული გაღიზიანება მისმა სიტყვება გამოიწვიეს, რომ ქრისტემ მსხვერპლი ჩვენი ცოდვებისთვის გაიღო, ამის გამო ის სცემეს, ჩაკეტეს ოთახში. დაემუქრნენ რომ ის დაისჯებოდა, ქუჩაში ვირზე შესმულს გაატარებდნენ. ადგილობრივმა მოსახლეობამ პოლიციას მომხდარის შესახებ აცნობა, რათა მუსლიმებს ჩანაფიქრის განხორციელების შესაძლებლობა არ მისცემოდათ.
 2009 წლის 19 ივნისს პაკისტანელი ქალბატონი ღვთისგმობის საფუძველზე პოლიციამ დააკავა (საწინააღმდეგო ქმედება გავლენას მოახდენდა მუსლიმ ლიდერებზე) და სიკვდილი მიუსაჯეს. ის ახლა ციხეში ზის და უმაღლესი სასამართლოს განაჩენის მოლოდინშია. მსოფლიოს მასშტაბით, თითოეულ ადამიანს, შესაძლებლობა აქვს ელექტრონული ფორმით ( www.callformercy.com) ხელი მოაწეროს პეტიციას, რომელიც პაკისტანის პრეზიდენტს გაეგზავნება. ასიას 1 მილიონი ხმა სჭირდება. სიცოცხლის შენარჩუნებისათვის სულ 314 744 ხმა აქვს, მათ შორის საქართველოდან – 690.
 თუ ხელმომწერთა საჩივარი არ დაკმაყოფილდება, ასია აღმოჩნდება პირველი ქალი, რომელიც "კანონიერად” იქნება დასჯილი პაკისტანის სასამართლოს მიერ.
  2011 წლის 4 იანვარს, პუნჯაბის პროვინციის მმართველი, სადაც ასია ცხოვრობდა, პოლიტიკური მოტივით იქნა მოკლული. სალმენ ტასერმა ითხოვა, ასია ბიბისთვის შენდობა მიეცათ, ხელმეორედ გადაეხედათ კანონებისთვის, მან მსჯავრდებული ციხეშიც მოინახულა. 2011 წლის 2 მარტს კი მოკლეს პაკისტანის სამთავრობო კაბინეტის ერთადერთი ქრისტიანი წევრი, რომელიც ასიას მხარდაჭერას უცხადებდა.
 ასია ბიბის მეუღლის განცხადებით მისი ოჯახი მუქარის ზარებს იღებს და იდევნებიან. ბავშვებს ეშინიათ სკოლაში წასვლის, რათა ისინი ღვთისმგმობელად არ გამოაცხადონ და არ დააკავონ. თუმცა რეალურად ასია უმიზეზოდ არის დაკავებული. შეგახსენებთ, სოფელში 1500 მოსახლეს შორის ასიას ქრისტიანული ოჯახი ერთადერთია.
 სოფელში არსებული მეჩეთის იმამის, მოჰამედ სალიმის თქმით, სიხარულით ტიროდა, როცა ასიას განაჩენის შესახებ შეიტყო. ის იმუქრება, რამდენი პეტიციაც არ უნდა შეგროვდეს და ამის საფუძველზე რომც გაათავისუფლონ ბრალდებული, კანონი მაინც მათ ხელშია. ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფებსა და ქრისტიანებს სურთ, გაუქმდეს სიკვდილით დასჯა და ასიას სიცოცხლე შეუნარჩუნდეს. პაკისტანის ქრისტიანული საზოგადოება მისი გადარჩენისთვის ლოცულობს.
 აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით "ამბიონს” აზრს უზიარებს დეკანოზი დავითი დათუაშვილი: "ამ ამბავმა სულით-ხორცამდე შემძრა. გამაოგნა პაკისტანის სასამართლოს გადაწყვეტილებამ. ნუთუ შეიძლება XXI საუკუნეში რწმენის გამოხატვის გამო სიკვდილით დაგსაჯონ?! და ეს ხდება არა რომელიმე ექსტრემისტული რელიგიურ-ფანატიური ჯგუფის მიერ, არამედ სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრია და საერთაშორისო სარბიელზე ნორმალური ქვეყნის იმიჯი უნდა ჰქონდეს.
 მეორე ის, რომ თურმე დღევანდელ დღესაც შეიძლება აღმოჩნდეს ქრისტესთვის წამებული ადამიანი, რომელიც მზადაა ღვთის სიყვარულისა და რწმენის გამო თავი გაწიროს. ღმერთმა დაგიფაროთ და დაგიცვათ ქალბატონო ასია ბიბი, თქვენ მორწუნე ადამიანებისაგან ღრმა პატივისცემისა და თანადგომის ღირსი ბრძანდებით.
 იმედი მაქვს, ქართული საზოგადოება შეიტყობს რა ამ ფაქტის შესახებ, აქტიურ მონაწილეობას მიიღებს პეტიციის ხელმოწერაში. გთხოვთ, ნუ ვიქნებით გულგრილნი ამ ადამიანის ბედის გადაწყვეტის საკითხში. დავფიქრდეთ, იქნებ ჩვენმა დამატებულმა ერთმა ხელმოწერამ, მას სიცოცხლე აჩუქოს.”
კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 1091 | დაამატა: თამაზი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გამოკითხვა

მართებულად მიგაჩნიათ თუ არა რთული ქცევის მოზარდის სპეციალურ სკოლაში გადაგზავნა?

Top News

ლოცვები დილის 6 საათზე
კომენტარები: 0 ნანახია: 1079
აღსარების შემდეგ წასაკითხი ლოცვანი
კომენტარები: 0 ნანახია: 1079
აღსარების წინ საკითხავი ლოცვები
კომენტარები: 0 ნანახია: 1079
გრებნევის ღვთისმშობელი
კომენტარები: 0 ნანახია: 1080
ბულიმიის სრული განკურნება რთულია
კომენტარები: 0 ნანახია: 1080
ანჩისხატი
კომენტარები: 0 ნანახია: 1080
ქართული გალობა
კომენტარები: 0 ნანახია: 1080
პატრიარქის საკვირაო ქადაგება 23.10.2011
კომენტარები: 0 ნანახია: 1080
ნარკომანი და მოთამაშე
კომენტარები: 0 ნანახია: 1080
დავით გარეჯელი
კომენტარები: 0 ნანახია: 1081

სტატისტიკა