კონევის ღვთისმშობელი - 24 ოქტომბერში 2011 - მართმადიდებლური ვებ საიტი.
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 24 » კონევის ღვთისმშობელი
4:38 PM
კონევის ღვთისმშობელი
 კონევის ღვთისმშობლის ხატი ათონის მთიდან რუსეთში 1393 წელს ღირსმა სასწაულთმოქმედმა არსენიმ (კონევსკიმ) ჩამოიტანა. ის სანკტ-პეტერბურგის გუბერნიაში, ლადოგის ტბის ერთ-ერთ კუნძულზე დაარსებულ კონევსკის მამათა მონასტერში იმყოფება.
 ღირსმა არსენიმ, რომელიც სამი წლის განმავლობაში ათონზე ცხოვრობდა, თავის ქვეყანაში დაბრუნება განიზრახა. ათონის ერთ-ერთი მონასტრის იღუმენმა იოანე ზიდონმა, მას ლოცვა-კურთხევის ნიშნად ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი გადასცა და სავანის დაარსება უწინასწარმეტყველა. არსენი ამ ძვირფასი სიწმინდით დაბრუნდა რუსეთში, როდესაც ნოვგოროდს მიაღწია, მთავარეპისკოპოს იოანეს ეახლა და მისი ლოცვა-კურთხევით მონასტრის დაფუძნება გადაწყვიტა. იგი ლადოგის ტბასთან მივიდა და კუნძულ კონევცაზე შედგა ფეხი, არსენიმ ლოცვით მიმართა უფალს, რათა მისთვის შესაფერისი ადგილი მიენიშნებინა. ღვთის ნებით მან ის მიწა იპოვა, სადაც დღეს კონევსკის მონასტერია.
 ღირსმა არსენიმ კუნძულზე ჯვარი აღმართა და თავისთვის სენაკი მოიწყო. ამის შემდეგ ღვთისმშობლის შობის სახელზე ეკლესია ააგო. მალე აქაურობას განდეგილთა სიმრავლე მოაწყდა, აქ მათ ღვთისმშობლის ხატის მიერ აღსრულებული სასწაულები იზიდავდათ, ძალა, რომელიც ხატმა აქ დამკვიდრებისთანავე გამოამჟღავნა.
 1573 წელს კონევსკის სავანე ღვთისმშობლის შეწევნით შვედების შემოსევას გადაურჩა. 1577 წელს ომი კვლავ ატყდა და კონევსკის იღუმენი იძულებული გახდა, ძმებთან და სასწაულთმოქმედ ხატთან ერთად ნოვგოროდის დერევიანიცკის მონასტერში გადასულიყო. 100 წელზე მეტ ხანს კუნძული მიტოვებული იყო, იმ დრომდე, სანამ პეტრე დიდმა კარელიის მხარე რუსულ ხელისუფლებას არ დაუბრუნა. კარელიიდან შვედების განდევნის შემდეგ, 1718 წელს პეტრე I კონევსკის მონასტერი განაახლა, მაგრამ სასწაულთმოქმედი ხატი 1798 წლამდე დერევიანიცკის მონასტერში დარჩა და მხოლოდ ამ წელს მიტროპოლიტ გაბრიელის კურთხევით გახდა შესაძლებელი, ის კონევსკეში გადასულიყო. დერევიანიცკში მისი ზუსტი ასლი დატოვეს. თავის სავანეში დაბრუნების შემდეგ ხატი გაიგზავნა პეტერბურგში, სადაც მას ვერცხლის მოოქროვილი პერანგი შეუქმნეს. აქ მადლმოსილი სასწაულები აღესრულა. ღვთისმოსავი მოსახლეობის შემოწირულობებით გამდიდრებული ხატი, რომელიც თავის მონასტერს 189 წლის განმავლობაში იყო მოცილებული, 1799 წლის 3 სექტემბერს კონევსკის სავანეში დაბრუნდა. მონასტერი ლიტანიით, დიდი ზეიმითა და სიხარულით შეეგება თავისი დედოფლის სასწაულთმოქმედ ხატს.
 კონევსკის ხატი ბერძნული ხატწერითაა შესრულებული. მასზე ღვთისმშობელი ყრმა ღმერთთან ერთადაა გამოსახული, რომელსაც ხელში მტრედის ორი ხუნდი უჭირავს. კუნძულის სახელწოდება კონევეცი მომდინარეობს წრიული ქვიდან, რომელიც სავანიდან ნახევარ ვერსზე მდებარეობს.
კატეგორია: ხატები და ფრესკები | ნანახია: 295 | დაამატა: თამაზი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გამოკითხვა

მართებულად მიგაჩნიათ თუ არა რთული ქცევის მოზარდის სპეციალურ სკოლაში გადაგზავნა?

Top News

აღსარების წინ საკითხავი ლოცვები
კომენტარები: 0 ნანახია: 269
ანჩისხატი
კომენტარები: 0 ნანახია: 270
სამარიტელის კვირა (ნაწ.2)
კომენტარები: 0 ნანახია: 274
პატრიარქის საკვირაო ქადაგება 23.10.2011
კომენტარები: 0 ნანახია: 274

სტატისტიკა