კასპეროვის ღვთისმშობელი - 9 ნოემბერში 2011 - მართმადიდებლური ვებ საიტი.
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 9 » კასპეროვის ღვთისმშობელი
2:08 PM
კასპეროვის ღვთისმშობელი
 კასპეროვის ხატი მე-16 საუკუნის ბოლოს ტრანსილვანიიდან ოლვიოპოლის ოლქში, ხერსონის გუბერნიაში ჩამოსახლებულმა სერბებმა გადმოიტანეს. ხატი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და 1809 წელს, ერთ ღამეს, როცა მრავალი სადარდებლით შეპყრობილი კასპეროვა მის წინაშე დიდხანს ლოცულობდა, დაინახა, რომ ხატი, რომელიც ჟამთა სვლისგან ასე იყო ჩამუქებული, რომ ხაზები ძლივს ემჩნეოდა, უცებ განახლდა და ღვთისმშობლისა და მაცხოვრის სახე განათდა. ასე დარჩა ის დღემდე. მალე მან მრავალი სასწაული და კურნება მოახდინა და საქვეყნოდ განდიდდა. ყოველი მხრიდან მიდიოდნენ ზეციური შეწევნის მსურველნი, მწუხარენი და უძლურნი.
 1852 წელს ხერსონის მოსახლეობამ აიღო ნებართვა, რომ ყოველწლიურად, უფლის ამაღლების დღესასწაულზე ამ ხატთან ერთად ლიტანია აღესრულებინათ. 1852-1855 წლებში, აღმოსავლეთის ომის დროს, ოდესაში, ამ ხატით მტრის თვალწინ ლიტანია შესრულდა და ქალაქი უვნებლად გადარჩა. ეს მიიღეს, როგორც ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობის ნიშანი და მაშინვე გადაწყვიტეს, რომ ამ ამბის მოსახსენებლად 1 ოქტომებრს დღესასწაული დაეწესებინათ.
 სასწაულთმოქმედ ხატს ყოველწლიურად ლიტანიით მიაბრძანებდნენ კასპეროვიდან ქალაქ ოდესაში და იქ 1 ოქტომბრიდან აღდგომის მეორე დღემდე რჩება, ამაღლების დღესასწაულიდან 29 ივნისამდე ხერსონში იმყოფება, 1 ივნისიდან 1 აგვისტომდე კი – ქალაქ ნიკოლაევში. ყველა ამ ქალაქში პარასკეობით სასწაულთმოქედი ხატის წინაშე ღვთისმშობლის დაუჯდომელი იკითხება.
 კასპეროვის ხატი ძველი ხატწერული სტილით, ზეთის საღებავებით შესრულებულია ტილოზე, რომელიც დაფაზეა დაკრული. ღვთისმშობელს ყრმა – ღმერთი მარცხენა ხელში უჭირავს, უფლის მარჯვენა ხელში კი გრაგნილია. ხატს მაღალმხატვრულად შესრულებული მარგალიტებით, ალმასებით, ბრილიანტებით, ლალებით და ზურმუხტებით მოოჭვილი ოქროს პერანგი მოსავს.
კატეგორია: ხატები და ფრესკები | ნანახია: 303 | დაამატა: თამაზი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 vaxo   (2012-02-14 1:47 PM)
http://top-saitebi.do.am/ shedit all da daaaregtrit saitebi

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გამოკითხვა

მართებულად მიგაჩნიათ თუ არა რთული ქცევის მოზარდის სპეციალურ სკოლაში გადაგზავნა?

Top News

აღსარების წინ საკითხავი ლოცვები
კომენტარები: 0 ნანახია: 270
ანჩისხატი
კომენტარები: 0 ნანახია: 271
სამარიტელის კვირა (ნაწ.2)
კომენტარები: 0 ნანახია: 275
პატრიარქის საკვირაო ქადაგება 23.10.2011
კომენტარები: 0 ნანახია: 275

სტატისტიკა