მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 28 » ბულიმიის სრული განკურნება რთულია
8:19 PM
ბულიმიის სრული განკურნება რთულია

 ნერვული ბულიმია კვებითი ქცევის დარღვევაა. პოპულარულ ენაზე მას უბრალოდ მადის გაძლიერებასაც უწოდებენ, თუმცა სამედიცინო თვალსაზრისით, ბულიმიის ქვეშ სერიოზული ნერვულ-ფსიქიური დარღვევა იგულისხმება.

 მედეა ამაშუკელი ( ექიმი-ენდოკრინოლოგი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი):”ბულიმიას ახასიათებს საკვების უკონტროლო, ჭარბი მიღების ეპიზოდები, რასაც შემდეგ ღებინების ხელოვნურად გამოწვევა, საფაღარათო და შარდმდენი საშუალებების მიღება, შიმშილობა მოჰყვება. საკვების ასეთი უკონტროლო მიღება ხშირად სტრესულ მდგომარეობას, დეპრესიას იწვევს. კვების პროცესში პაციენტებს ეუფლებათ კმაყოფილების, ეიფორიის შეგრძნება, რასაც თან ახლავს დანაშაულის გრძნობა”.
 პაციენტები თუ აცნობიერებენ, რომ ბულიმიით არიან დაავადებულნი?
 პაციენტები ხშირად აცნობიერებენ საკუთარ მდგომარეობას, თუმცა ვერ ახერხებენ მასთან გამკლავებას. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ბულიმიას თან ახლავს სხვა ნერვულ-ფსიქიური დარღვევები, როგორიცაა დეპრესია და შფოთვა.
 პაციენტები რამდენად ხშირად მოგმართავენ ამ დაავადებით?
 საქართველოში ბულიმიით დაავადებულთა სტატისტიკა არ არსებობს. ამერიკის შეერთებული შტატების სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ბულიმია ყველაზე ხშირად ვითარდება მოზარდი ასაკის გოგონებსა და ახალგაზრდა ქალებში (15-დან 25 წლამდე); ქალების 1-2%-ს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე უვითარდება ბულიმია. პაციენტთა მხოლოდ 10%-ს შეადგენენ მამაკაცები. ჩვენი დაკვირვებით, საქართველოში ეს დარღვევა უფრო იშვიათად გვხვდება.
 უფრო ხშირია არამკვეთრად გამოხატული კვებითი ქცევის დარღვევა, მადის გაძლიერება, რომელსაც ხშირად ბულიმიას უწოდებენ, თუმცა თანამედროვე კრიტერიუმებით, ბულიმიის დიაგნოზი დგინდება მაშინ, როდესაც უკონტროლო ჭარბი კვების ეპიზოდები მეორდება მინიმუმ კვირაში სამჯერ, სამი თვის განმავლობაში.
 მკურნალობის შედეგად შეგვიძლია მივიღოთ ეფექტური შედეგი?
 მკურნალობაში წამყვანია ენდოკრინოლოგისა და ფსიქოთერაპევტის ურთიერთთანამშრომლობა. ენდოკრინოლოგის მიზანია, შეუდგინოს პაციენტს შესაბამისი დიეტა, მისცეს შედარებით დიდი რაოდენობით, მაგრამ დაბალკალორიული საკვები. ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის მხარდაჭერა და მონდომება, რომ მივიღოთ სასურველი შედეგი. მკურნალობის შემდგომი ეტაპია ანტიდეპრესანტების გამოყენება. ასეთი კომპლექსური მიდგომა ხშირად იწვევს მდგომარეობის გაუმჯობესებას, თუმცა პაციენტის სრული განკურნება რთულია.
 რეკომენდაცია:
 ჩვენი რეკომენდაციაა: შესაბამისი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტებმა დროულად მიმართონ ექიმს, სანამ განუვითარდებათ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, როგორიცაა ელექტროლიტების დეფიციტი, კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები, ჭარბი წონა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა და სხვა. 

კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 1083 | დაამატა: თამაზი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გამოკითხვა

მართებულად მიგაჩნიათ თუ არა რთული ქცევის მოზარდის სპეციალურ სკოლაში გადაგზავნა?

Top News

ლოცვები დილის 6 საათზე
კომენტარები: 0 ნანახია: 1081
გრებნევის ღვთისმშობელი
კომენტარები: 0 ნანახია: 1082
ნარკომანი და მოთამაშე
კომენტარები: 0 ნანახია: 1082
ბულიმიის სრული განკურნება რთულია
კომენტარები: 0 ნანახია: 1082
აღსარების წინ საკითხავი ლოცვები
კომენტარები: 0 ნანახია: 1082
აღსარების შემდეგ წასაკითხი ლოცვანი
კომენტარები: 0 ნანახია: 1082
პატრიარქის საკვირაო ქადაგება 23.10.2011
კომენტარები: 0 ნანახია: 1082
ანჩისხატი
კომენტარები: 0 ნანახია: 1083
დავით გარეჯელი
კომენტარები: 0 ნანახია: 1083
ქართული გალობა
კომენტარები: 0 ნანახია: 1083

სტატისტიკა