მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 26 » ბეთანიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (XII-XIIIსს.)
1:00 PM
ბეთანიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (XII-XIIIსს.)
 ბეთანიის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი მდებარეობს გარდაბნის რაიონში, ვერეს ტყიან ხეობაში, თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით 16 კმ მანძილზე.
 მონასტერი ორი ეკლესიისგან შედგება. წმიდა გიორგის სახელობის მცირე ბაზილიკა 1196 წელსაა აშენებული. მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა და XII-XIII საუკუნეების მიჯნაზეა აგებულია. რესტავრირებულია XIX საუკუნის ბოლოს.
 ბეთანია ტრადიციულად წარმოადგენდა ქართველი ფეოდალების – ორბელიანების – საგვარეულო საძვალეს. ტაძრის ხელახლა აღმოჩენა გრიგოლ ორბელიანს უკავშირდება. 1851 წელს ამ უკანასკნელმა ნადირობისას შემთხვევით აღმოაჩინა ბეთანიის მონასტერი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული იყო.

 ტაძრის შიდა მოხატულობა საოცარი ფრესკებითა და ჩუქურთმებით გამოირჩევა. ის ქართული მონუმენტური მხატვრობის განვითარების გარკვეული ეტაპის – XII-XIII საუკუნის მიჯნის – გამორჩეული ნიმუშია. საკურთხევლის კონქში მოთავსებული იყო "ვედრების” კომპოზიცია. ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ ტახტზე მჯდომი ქრისტეს ფიგურის ფრაგმენტები. საკურთხევლის აფსიდის კედლებზე გამოსახული არიან წინასწარმეტყველები, რომელთაც ხელში ქართულწარწერებიანი გრაგნილები უჭირავთ. გუმბათის მოხატულობა ერთიანად შელესილია. ჩრდილოეთ კედლის მხატვრობა მაცხოვრის ვნებებზე მოგვითხრობს, სამხრეთის კედლისა-ძველი აღთქმის სცენებს წარმოგვიდგენს. შემორჩენილი ფრაგმენტების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დასავლეთი კედელი განკითხვის დღის ამსახველ კომპოზიციას ეჭირა. მოხატულობა შესრულებულია თამარ მეფის
 სიცოცხლეში, გიორგი ლაშას თანამოსაყრდედ გამოცხადების ხანაში. ჩრდილოეთ კედელზე გამოსახულია გიორგი III, წმიდა თამარ მეფე და ლაშა-გიორგი. ბეთანიის ეკლესიაში არსებული თამარ მეფის ფრესკა ერთ-ერთია საქართველოში არსებული მისი სამი ფრესკიდან. თამარის ფრესკის გამოჩენა მხატვარ გ.გაგარინის სახელს უკავშირდება, მან ტაძრის ჩამონგრეული ქვების გასუფთავებისას გამოაჩინა მეფის ფრესკა.
 ტაძარი გარედან მოპირკეთებულია თლილი ქვით, ხოლო კედლებისა და გუმბათის ყელის აგურის წყობა გვიანდელი რესტავრაციის დროინდელია.
 XX საუკუნეში ბეთანიის მონასტერში მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი ბერები მამა გიორგი (მხეიძე) და მამა იოანე (მაისურაძე), რომლებიც საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმიდანებად შერაცხა. მონასტერი ცოტა ხნით დაცარიელდა, თუმცა 1978 წელს, უწმიდესმა და უნატარესმა ილია მეორემ, (კომუნისტობის ჟამს) ხელისუფლებისგან გამოითხოვა ნებართვა, რათა მონასტერი აღდგენილიყო. მართლაც, მონასტერი მოქმედი გახდა. ის მცხეთა-თბილისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
კატეგორია: ეკლესია-მონასტრები | ნანახია: 1152 | დაამატა: თამაზი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გამოკითხვა

მართებულად მიგაჩნიათ თუ არა რთული ქცევის მოზარდის სპეციალურ სკოლაში გადაგზავნა?

Top News

განრღვეულის კვირა (ნაწ.4)
კომენტარები: 0 ნანახია: 1098
პატრიარქის საკვირაო ქადაგება 23.10.2011
კომენტარები: 0 ნანახია: 1098
ხატწერა
კომენტარები: 0 ნანახია: 1098
დავით გარეჯელი
კომენტარები: 0 ნანახია: 1099
იოსებ ალავერდელი
კომენტარები: 0 ნანახია: 1099
ბულიმიის სრული განკურნება რთულია
კომენტარები: 0 ნანახია: 1099
კონევის ღვთისმშობელი
კომენტარები: 0 ნანახია: 1099

სტატისტიკა